რომელ სექტორებში დასაქმებულებს აქვთ ყველაზე მაღალი/დაბალი წლიური მოგება?

რომელ სექტორებში დასაქმებულებს აქვთ ყველაზე მაღალი/დაბალი წლიური მოგება?

AgencyReview-ის კვლევაში ის სექტორებია მიმოხილული, სადაც დასაქმებულ ადამიანებს გასულ წელს, მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ესენია საყოფაცხოვრებო პროდუქტებისენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფერო, სადაც დასაქმებულთა წლიური საშუალო მოგება შესაბამისად 89 800, 80 500 და 76 580 დოლარით განისაზღვრა.

ყველაზე მაღალმოგებიან სექტორებს შორის მოხვდა ასევე ჯანდაცვისა და საფინანსო სექტორი. ამ ინდუსტრიებიდან, თითოეული დასაქმებულის საშუალო მოგებამ 60 000 დოლარს გადააჭარბა.

ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი კი, ევროპაში, კერძოდ კი დანიაში ფიქსირდება. დანიური ენერგეტიკული კომპანიის Energi Danmark Group-ის ერთი თანამშრომლის საშუალო მოგება გასულ წელს 5 მილიონი 700 ათასი დოლარი იყო.

მას მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანია Saudi Aramco მოჰყვება, რომლის თითოეულმა თანამშრომელმა საშუალოდ 2 მილიონ 300 ათასი დოლარის მოგება გამოიმუშავა.

იმ კომპანიებს შორის კი, რომელთა დასაქმებულებსაც 2023 წელს მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ასევე ხვდება: ConocoPhillipsFannie Mae, Rajesh Exports – თითოეულ ამ კომპანიაში მოგების საშუალო მაჩვენებელი 1 მილიონ დოლარს აღემატება.

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია იმ ინდუსტრიებზეც, რომლებიც ეფექტიანობის პრობლემის წინაშე დგანან და სადაც სამუშაო ძალის გამოყენებასა და ფინანსურ წარმატებას შორის საკმაოდ რთული ურთიერთკავშირი შეინიშნება.

ყველაზე ცუდი შედეგები, ანუ ერთ თანამშრომელზე ყველაზე დაბალი მოგებიანობის მაჩვენებელი მედიაში ფიქსირდება. მხოლოდ 500 უმსხვილეს კომპანიას შორის ამ ინდუსტრიიდან მხოლოდ 4 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ჯამურად 273,5 ათას ადამიანს ასაქმებენ. კონკურენტული მედია ლანდშაფტის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ სექტორის უმთავრესი გამოწვევა შემოქმედებით შედეგებსა და ფინანსურ წარმატებას შორის არსებული დისბალანსია.

ერთ თანამშრომელზე ყველაზე დაბალი მოგების მაჩვენებლით მედიას მოჰყვება ჰორეკა სექტორისაკვებისა და მედიკამენტების სფეროსაცალო ვაჭრობა და ასევე ინჟინერია და მშენებლობა. ამ ინდუსტრიებში დასაქმებულთა მოგებიანობის მაჩვენებელი 5 000-დან 13 000 დოლარამდე მერყეობს.

ტოპ 500-ი კომპანიიდან 32-მა გასულ წელს 150 მილიარდი დოლარის კომბინირებული მოგება დააფიქსირა, თუმცა, ერთ თანამშრომელზე საშუალო დანაკარგი 31 000 დოლარი ჰქონდათ. ამ მხრივ გამორჩეულია გერმანული ენერგეტიკული კომპანია Uniper-ი. არაეფექტიანი სტრატეგიის გამო, გასულ წელს კომპანიის თითოეულმა თანამშრომელმა საშუალოდ 2 მილიონ 800 ათასი დოლარით იზარალა.

არასახარბიელო შედეგი ჰქონდათ ასევე Warner Bros. Discovery-ს, Uber-ს, CPC-სა და Korea Electric Power-ს. ამ კომპანიების თითოეული თანამშრომლის საშუალო ზარალი დაახლოებით 197 ათასიდან 385 ათას დოლარამდე მერყეობს.

მსგავსი სიახლეები

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით იზღუდება

დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით…

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა და ₾54 მილიონის ჯარიმები აქვთ დაკისრებული

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ $116 მილიონისა…

ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას

სეს-ი რეკომენდაციებს ავრცელებს, რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის…

ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…